მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იაპონიაში საქართველო ტოჩინოშინთან და ღვინოსთან ასოცირდება"

5b1e58ff861b1
მარიამ ადამია
11.06.18 15:10
600
იაპონიაში საქართველო ტოჩინოშინთან და ღვინოსთან ასოცირდება, - ამის შესახებ BMG-ის, იაპონიაში საკესა და ღვინის მაგისტრმა კენეჯი იოშინმა განუცხადა. მისი თქმით, ტოჩნოშინის, იგივე ლევან გორგაძის წარმატებამ და აღიარებამ, იაპონელები საქართველოთი დააინტერესა და აღმოაჩინეს, რომ ეს არის ღვინის ქვეყანა, სადაც უნიკალური სასმელი მზადდება.

„ჩვენ ჯერ კიდევ შესწავლის პროცესში ვართ და ახლა ვეცნობით ქართულ ღვინოს, მის უნიკალურობას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის სასმელი, რომელიც ძალიან უხდება ჩვენს სამზარეულოს და ამ ორი მიმართულების შერწყმით, მართლაც უნიკალურ სინთეზს ვიღებთ. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩემთვის, როგორც იაპონიაში ქართული ღვინის ელჩისთვის, მთავარი პრობლემა არის, ქართული ღვინის პორტფოლიოს სიმცირე. მე არ მაქვს წვდომა იმ ათასობით სახეობის ღვინოზე, რომლებიც თქვენს ქვეყანაში მზადდება. თქვენს ღვინოს კი დიდი პოტენციალი აქვს იაპონურ ბაზარზე, ამის თქმის საშუალებას მაძლევს თავად იაპონელები, რომლებიც ყოველთვის აღფრთოვანებულები არიან იმ უნიკალური სასმელით, რომელსაც საქართველოში ამზადებენ. თუმცა მეტი ინფორმაციის მოწოდებაა საჭირო, სახეობებთან დაკავშირებით.“ – აღნიშნავს საკესა და ღვინის მაგისტრი.

ასევე, მისი თქმით, ქვეყანაში განსაკუთრებით მოთხოვნადი ქვევრის ღვინო და მწვანეა, რომლებზეც მოთხოვნა კიდევ უფრო მოიმატებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები