მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონიასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი და გაცვლითი პროგრამები ამოქმედდება

5b8e9cb0e04f4
BM.GE
04.09.18 18:53
1447
იაპონიის მთავრობა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას გეგმავს. დაგეგმილი ცვლილებების შესახებ თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ ისაუბრა. 

„იაპონია გეგმავს, გაცვლითი პროგრამების საშუალებით, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა დიპლომატების, იურისტების და სხვა ექსპერტების განვითარებას, რადგან ისინი წარმოადგენენ მნიშვნელოვან აქტორებს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში.

ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, ხალხთაშორისი კავშირების ხელშეწყობის მიზნით, გავამარტივოთ სავიზო პროცედურები საქართველოს მოქალაქეებისათვის. უფრო მეტიც, მე მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენ პოლიტიკურ დონეზე მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ძირითად პრინციპებზე. მოხარული ვარ, რომ მოვაწერო ხელი ნოტების გაცვლის ხელშეკრულებას აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის გაუმჯობესების გრძელვადიანი პროექტის მეორე ფაზასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სრულიად კავკასიის რეგიონის ლოგისტიკურ განვითარებას“,-განაცახადა იაპონიის საგარო საქმეთა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები