იაპონიის ავიახაზებს თვითმფრინავში ზედმეტი წონის გამო გარკვეული ზომების მიღება მოუწიათ მას შემდეგ, რაც მგზავრებს შორის სუმოისტთა ჯგუფი აღმოჩნდა.
კომპანიამ აღმოაჩინა, რომ სპორტულ ფესტივალზე მიმავალ სპორტსმენთა ჯგუფის გამო ორი თვითმფრინავი დასაშვებზე მძიმე წონას გადაზიდავდა, რის გამოც თვითმფრინავისა და მისი მგზავრების სიცოცხლე რისკის ქვეშ დგებოდა.
ჯამში 27 სუმოისტს ორი სხვადასხვა ფრენა ტოკიოსა და ოსაკას აეროპორტებიდან უნდა განეხორციელებინათ. თითოეული მოჭიდავის წონა კი, რომელიც, საშუალოდ, 120 კგ-ს შეადგენს, მნიშვნელოვნად აჭარბებს ავიახაზიების მიერ დაშვებულ საშუალო წონას - 70 კგ-ს. როგორც Japan Airlines-ის წარმომადგენელი CNN-თან აცხადებს, ბორტზე მგზავრების წონის გადაჭარბება პატარა ზომის საფრენ აპარატში საწვავის მოცულობასთან დაკავშირებულ რისკებს აჩენს. ვინაიდან კომპანიას უკვე დანიშნული ფრენის დიდ თვითმფრინავზე გადაწყობა არ შეეძლო, ავიახაზებმა 14 მგზავრის სხვა აეროპორტიდან გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო და სუმოისტებისთვის ახალი რეისი დანიშნა.