მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

შიგერუ იშიბა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, შიგირუ იშიბა თანამდებობას ტოვებს. როგორც მან დღეს განაცხადა, ის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს, რაც ავტომატურად ნიშნავს პრემიერის პოზიციიდან წასვლასაც.

იშიბას თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია პარტიის მარცხის შემდეგ, რომელიც ივლისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირდა. მისი განცხადებით, გადადგომის მიზანი შიდა განხეთქილების თავიდან აცილებაა.

ცნობისთვის, არჩევნებში მმართველმა კოალიციამ საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში უმრავლესობა დაკარგა.

შეგახსენებთ, მემარჯვენე-ცენტრისტული ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია 1955 წლიდან თითქმის უწყვეტად მართავს იაპონიას, თუმცა მისი ლიდერები ხშირად იცვლებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები