მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის საელჩო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ორ ახალ პროექტს დააფინანსებს

640324ddabc1c
BM.GE
04.03.23 14:49
1103
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, იაპონიის საელჩო რეგიონში 336,554 დოლარის ღირებულების ორ პროექტს დააფინანსებს. პროექტის ფარგლებში მოხდება რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიით აღჭურვა. მეორე პროექტი სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში მობილური ვეტ-კლინიკის სერვისის შექმნას გულისხმობს.

პროექტები დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში.

"მნიშვნელოვანია, რომ საელჩოდან მიღებული გრანტით, მოხდება რუხის სამედიცინო ცენტრის უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიით აღჭურვა, რაც მოხმარდება საავადმყოფოში კარდიოლოგიური და ნევროლოგიური სერვისების განვითარებას. ეს საავადმყოფო მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის წარმოადგენს უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ დაფიანანსებისთვის და ამ გადაწყვეტილების მიღებისთის.

ასევე მნიშვნელოვანია მეორე პროექტი, რომელიც ეხება სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში მობილური ვეტ-კლინიკის სერვისის შექმნას, რაც რეგიონში მეცხოველეობის განვითარებას და ვეტერინარული სერვისების ადგილზე მიღებას ხელს შეუწყობს," - განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები