იაპონიის საფონდო ბირჟებზე სავაჭრო კვირა მოგებით დაიწყო.
Nikkei 225-ის ინდექსი ორშაბათის ვაჭრობის შემდეგ, 1%-ით გაიზარდა და 21.090 პუნქტი შეადგინა. TOPIX Index-ს კი 1,1%-იანი მატება ჰქონდა და 1548 პუნქტი დაფიქსირდა.
საფონდო ბირჟაზე ძირითადად ავტომწარმოებლების აქციები ივაჭრებოდა.
Toyota-მ 1,2 %-იანი მოგება ნახა, 1%-ით გაიზარდა Honda–ს აქციებზე ვაჭრობაც და 1,2 %-იან მატებაში გავიდა Mazda-ც.
იაპონიის საფონდო ბირჟაზე კარგი სტარტის მიზეზად ანალიტიკოსები დონალდ ტრამპის განცხადებას ასახელებენ. როგორც ცნობილია, შაბათს შტატების პრეზიდენტმა მექსიკიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადის გაძვირება გადაიფიქრა.
იაპონური ავტო-კონცერნები ავტომობილებს მექსიკაშიც აწარმოებენ.

























