მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონიის საფონდო ბირჟამ კვირა წაგებით დაიწყო

5cf4df09af484
მიშა ხაჩიძე
03.06.19 12:47
560
იაპონიის საფონდო ბირჟებზე სავაჭრო კვირა წაგებით დაიწყო.

Nikkei 225-ის ინდექსი ორშაბათის ვაჭრობის შემდეგ, 1,0%-ით დაეცა და 20.394 პუნქტი შეადგინა. TOPIX Index-ც ასევე 1,0%-ით დაიწია და 1497 პუნქტი დაფიქსირდა. დაახლოებით, მსგავსი კლება ჰქონდა TOPIX Small Index-აც.

საფონდო ბირჟებზე წაგების ერთ-ერთ მთავარ მოტივად ექსპერტები აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო კონფლიქტს ასახელებენ.

ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ ორი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მწვავე დამოკიდებულება ერთმანეთთან, ტოკიოს საფონდო ბირჟებზე ნეგატიურად მოქმედებს, რასაც გასულ კვირას, აშშ-მექსიკის სავაჭრო სანქციებიც დაემატა;

მათივე შეფასებით, მსგავსი კრიზისული მდგომარეობა გადამდებია, რაც ინვესტორებში არასტაბილურობის განცდას იწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები