მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონური კომპანიები ბრიტანეთს ტოვებენ

5bb4c6d91f1bc
ნინი თურქია
03.10.18 17:40
1022
„არ არსებობს ისეთი კერძო კომპანია, რომელიც დიდ ბრიტანეთში ფუნქციონირებას გააგრძელებს, თუ ეს მისთვის არამომგებიანი იქნება“, - განაცხადა იაპონელმა დიპლომატმა კოძი ცურუოკამ. მისი განცხადებიდან რვა თვის შემდეგ, როდესაც Brexit-ის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია, იაპონურმა კომპანიებმა ბაზრის დატოვება დაიწყეს და ისინი ამ ტენდენციის გაგრძელებას აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს გარიგების გარეშე დატოვებს.

ქვეყნის პრემიერი ტერეზა მეი კი ამბობს, რომ „დიდ ბრიტანეთს გარიგების გარეშე დარჩენის არ ეშინია“.

Toyota Motor-მა უკვე განაცხადა რომ ისინი Brexit-თან დაკავშირებული საკითხების გამო, გაერთიანებულ სამეფოში წარმოების დროებით შეჩერებას განიხილავს. ელექტრონულმა კომპანიამ Panasonic -მა საკუთარი ევროპული სათაო ოფისი ლონდონიდან ამსტერდამში გადაიტანა. ხოლო იაპონურმა საცალოდ მოვაჭრე კომპანიამ Muji-მ გერმანიაში გადაინაცვლა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

იაპონელი დიპლომატის შინიჩი ლიდას განცხადებით, არაერთმა იაპონურმა კომპანიამ განახორციელა ინვესტიცია გაერთიანებულ სამეფოში, რადგან მათთვის ეს ქვეყანა ევროპის ბაზარზე გამავალ კარიბჭეს წარმოადგენდა. “Brexit-ის უმოქმედო მდგომარეობა მომავალი წლის მარტში ჩვენი ბიზნესებისთვის დამღუპველი იქნება“, - ამბობს შინიჩი ლიდა.

გაერთიანებული სამეფო იაპონიისთვის ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე უდიდეს საინვესტიციო ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2017 წელს ქვეყანამ $153 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაცია (Japan External Trade Organization) ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის ბაზარზე 1,000 -მდე იაპონური კომპანია ფუნქციონირებს და აქ დაახლოებით 160.000 ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები