მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონური მედია: ქართველი პარაოლიმპიელი ტოკიოში დააკავეს, ის სასტუმროს დაცვას თავს დაესხა

611a4068d27d7
BM.GE
16.08.21 14:35
1799
ქართველი პარაოლიმპიელი ტოკიოში თავდასხმის გამო დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სპორტსმენი თავს სასტუმროს დაცვას დაესხა.

საუბარია ძიუდოსიტზე, რომელსაც ბრალი ედება 60 წლის უსაფრთხოების თანამშრომელზე თავდასხმაში, რის შედეგადაც დაზარალებულს ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება. სპორტსმენი სასტუმროში კარანტინში იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც ქართულ დელეგაციაში ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.

იაპონური მედიის ცნობით, დაცვის თანამშრომელმა დერეფანში მყოფი ქართველი სპორტსმენები ხმაურის გამო გააფრთხილა, რომლებიც პარალელურად ალკოჰოლსაც იღებდნენ.

სპორტსმენი ოლიმპიური თამაშებიდან მოიხსნება და მას სამშობლოში დააბრუნებენ.

პარაოლიმპიადა ტოკიოში 24 აგვისტოს იწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები