მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონური სატელეკომუნიკაციო კომპანია SoftBank ბრიტანულ ARM Holdings-ს შეიძენს

578e1580d8138
BM.GE
19.07.16 15:55
1698
იაპონური სატელეკომუნიკაციო კომპანია SoftBank დათანხმა შეიძინოს ბრიტანული მიკროჩიპების მწარმოებელი ARM Holdings. გარიგების ღირებულება $31 მილიარდია - ყველაზე მსხვილი ინვესტიცია, რაც აზიურ კომპანიებს ბრიტანეთში განუხორციელებია. Reuters-ის ცნობით, გარიგება უმსხვილესია თავად SoftBank-სთვისაც. აღსანიშნავია, რომ იაპონური კომპანია ARM Holdings-ის აქციებში 40%-ით მეტს გადაიხდის, პარასკევს ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ფასთან შედარებით. ინფორმაციის გავრცელებამ კი, ბრიტანული კომპანიიის აქციების ფასის 45%-იანი ზრდა გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები