გიორგი მესხისა და მარიამ ქანაშვილის მე-11 კლასის მოსწავლეები არიან. მათ მიერ წამოწყებული ბიზნესი, იაპონური კანფეტების ონლაინ მაღაზია ZOCY, უკვე ერთი თვეა ქართულ ბაზარზე ოპერირებს. Businesscontract.ge-სთან საუბარში მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი მესხმა განაცხადა, რომ იდეა მაისში, "ინტელის“ კონფერენციაზე მიმავლებს მიუნხენის აეროპორტში დაებადათ და პირველი ნაბიჯებიც სატრანზიტო განყოფილების კომპიუტერებზე გადაიდგა. რაც შეეხება სახელს, ეს სრულიად ექსპრომტად, Duty Free-ში ყოფნის დროს შეირჩა.
"მუზამ და ფანტაზიამ შექმნა ეს სახელი, ერთმანეთის (მარიამი-გიორგის) მრავალფეროვნება", მ- გვიყვება გიორგი.
ოცამდე ნაირსახეობის კანფეტი სეზონის მიხედვით შემოაქვთ და იმის გათვალისწინებით, რომ იაპონური კანფეტები მსოფლიო ბაზარზე, გარდა პოპულარობისა, სიძვირითაც გამოირჩევა, ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია და 2-დან 10 ლარამდე მერყეობს. პროდუქციის შეძენა ონლაინ შეკვეთებითაა შესაძლებელი, Facebook გვერდის ან ინსტაგრამის საშუალებით. დისტრიბუცია და მიტანის სერვისიც გათვალისწინებულია.
"ვინაიდან ქართულ ბაზარზე იაპონური კანფეტების პროდუქცია უბრალოდ არ მოიპოვება, მოთხოვნა ZOCY-ს კანფეტებზე მცირე ბიზნესის ფარგლებში საკმაოდ დამაკმაყოფილებელია. აღსანიშნავია, დიდი დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან“- აცხადებს გიორგი.
ZOCY’s Japanese Candies საკუთარი სტენდის გახსნას გაზაფხულზე გეგმავს. სამომავლოდ ,იგეგმება სიახლეები Subscription Box-ებზეც, რასაც მომხმარებელი ახლო მომავალში გაეცნობა.

























