მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონურმა ავტოგიგანტმა NISSAN კომპანია MITSUBISHI-ის აქციების შესყიდვის პროცესი დაასრულა

580cb4fc0d7be
BM.GE
23.10.16 17:00
1746
იაპონურმა ავტოგიგანტმა NISSAN დღეს MITSUBISHI-ის აქციების შესყიდვის პროცესი დაასრულა. ორ კომპანიას შორის დადებული გარიგების ღირებულებამ 2.3 მილიარდ დოლარი შეადგინა. შედეგად NISSAN-ი MITSUBISHI-ს 34%-ის მფლობელი გახდა.

გაფორმებული გარიგების შედეგად, ჩამოყალიბდება NISSAN-Renault-MITSUBISHI-ის გაერთიანება, რომელიც წელიწადში 10 მილიონზე მეტ ავტომობილს გამოუშვებს. NISSAN სავარაუდოდ MITSUBISHI-ის მიერ შემუშავებული სისტემით, ბუნებრივ აირზე მომუშავე ჰიბრიდული ავტომობილების გამოშვებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები