მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონურმა ავტომწარმოებლებმა სექტემბერში ექსპორტი გაზარდეს

635e274009b62
თამთა ჯიჯავაძე
30.10.22 11:22
581
სექტემბერში იაპონიიდან ავტობრენდების ექსპორტი გაიზარდა. კერძოდ, როგორც იაპონური მედია წერს, Toyota Motor Corp-მა, Mazda Motor Corp-მა და Subaru Corp-მა ავტომობილების ექსპორტი სექტემბერში წინა წელთან შედარებით გააორმაგეს, ხოლო Honda Motor Co-ს, Nissan Motor Co-ს და Mitsubishi Motors Corp-ის, იაპონიიდან მიწოდება თითქმის 50%-ით გაიზარდა.

Toyota-მ განაცხადა, რომ მან საანგარიშო თვეში 168,200 ერთეული მანქანა გაიტანა ექსპორტზე, რაც დაახლოებით 2,1-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. Mazda-მაც ექსპორტზე ორჯერ მეტი - 52 341 მანქანა გაიტანა, Subaru-ს ექსპორტიც 2,2-ჯერ გაიზარდა და 40 271 ერთეული შეადგინა.

იაპონური ავტომწარმოებლების ექსპორტის ზრდა მოხდა მას შემდეგ, რაც იაპონიის ეროვნული ვალუტა იენი დოლართან მიმართებით მკვეთრად დაეცა. იენის გაუფასურება კი, როგორც წესი, ავტომწარმოებლების მოგებას ზრდის.

ჯამში, იაპონური მედიის ცნობით, იაპონიის რვა მსხვილი ავტომწარმოებლის მიერ გლობალური მიწოდება სექტემბერში 8.2%-ით გაიზარდა და 11.76 მლნ ერთეული შეადგინა.

მათი ერთობლივი შიდა წარმოება 3,3%-ით გაიზარდა და 3,49 მლნ მანქანა შეადგინა იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიო გაყიდვები დაეცა 2,1%-ით - 11,99 მლნ ერთეულამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები