მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო დღეიდან სტაციონარული პაციენტების მიღებას აჩერებს

6350ff1d84002
BM.GE
20.10.22 11:49
593
იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო დღეიდან დროებით აჩერებს სტაციონარული პაციენტების მიღებას, - ამის შესახებ კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც მენეჯმენტი განმარტავს, კლინიკაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება.

„გაცხადებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ჰოსპიტალური სამედიცინო მიმართულებების რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზე გადადის და პაციენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული ატმოსფეროს შექმნის მიზნით, 2022 წლის 20 ოქტომბრიდან კლინიკა დროებით აჩერებს სტაციონარული პაციენტების მიღებას.

საავადმყოფო ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით უზრუნველყოფს მხოლოდ განსაკუთრებულად რთული სამედიცინო შემთხვევების კლინიკურ მართვას. ასევე, სამინისტროსთან ერთად მოხდება სტაციონარული საჭიროების მქონე პაციენტების განხილვა და მათი შესაბამისი რეფერირება პროფილურ ჰოსპიტლებში“, - ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში უწყვეტ ფუნქციონირებას განაგრძობს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი და ონკოჰემატოლოგიური მიმართულება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები