მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაშვილის განახლებული საავადმყოფო პაციენტების მისაღებად მზადაა

BM.GE
23.03.23 10:15
339
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სრულმასშტაბიანი, ეტაპობრივი რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. დღეისათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა და ყველა სამედიცინო მიმართულება სრულად განახლდა. იაშვილის ცენტრალური საავადმყოფო ახლა სრულ მზადყოფნაშია, რომ პაციენტებს მაღალი სტანდარტის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება შესთავაზოს. გარდა ამისა, განახლებული იაშვილის საავადმყოფო განაგრძობს მუშაობას მუდმივი განვითარებისთვის, რათა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, რეგიონის მთავარი პედიატრიული ცენტრი გახდეს. საავადმყოფომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან უკვე დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები