იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო რეგიონის მასშტაბით პირველი სამედიცინო დაწესებულება გახდა, რომელმაც ამერიკის საერთაშორისო სააკრედიტაციო კომისიის საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლინიკამ მოიპოვა აღიარება, რომელიც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობას და, ამავდროულად, პედიატრიული სერვისების, პაციენტთა უსაფრთხოებისა და მართვის ხარისხის მიმართულებით მუდმივ განვითარებას ითვალისწინებს.