მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაშვილის საავადმყოფოს ორგანიზებით, ნერვკუნთოვან დაავადებებზე ბავშვებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

გუშინ იაშვილის საავადმყოფოს ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - "ნერვკუნთოვანი დაავადებების მულტიდისციპლინური მართვა ბავშვებში" - გაიმართა. კონფერენციაში ქართველი ექიმები მონაწილეობდნენ და მისი მიზანი ნერვკუნთოვანი დაავადების მქონე ბავშვების თანამედროვე მკურნალობისა და მოვლის მრავალმხრივი მიდგომების განხილვა იყო. ღონისძიებამ ქართველ ნევროლოგებთან ერთად სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენლებიც გააერთიანა,რაც პედიატრიულ ნევროლოგიაში თანამედროვე პრაქტიკის გაზიარებასა და მულტიდისციპლინური მიდგომების დანერგვას ხელს შეუწყობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები