იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი პედიატრიული სამედიცინო ცენტრი გახდა. კლინიკური ხარისხისა და პაციენტთა უსაფრთხოების უმაღლესი სტატუსი ჰოსპიტალს ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან (AACI) რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად მიენიჭა.
ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ორგანიზაციაა ჯანდაცვის აკრედიტაციის, სერტიფიცირების, ტრენინგებისა და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების მიმართულებით. კომისია ჯანმრთელობის დაცვის, ხარისხისა და შეფასების საერთაშორისო ასოციაციის აკრედიტებული წევრია, რომელიც ჯანდაცვის სერვისების განვითარების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტებს შეიმუშავებს. კომისიის მიერ აკრედიტებულია ამერიკის, ევროპისა და აზიის წამყვანი სამედიცინო ცენტრები და მათ შორის უკვე იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში.
სტუმარი: თამარ ბახტაძე - იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლის დირექტორი;