მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

#Iataly - იტალიის ელჩის რჩევა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის

5c4b28d0dd3d4
ელენე ჩომახიძე
26.01.19 13:00
2305
„საქართველოში ყველაზე საინტერესო სექტორი ტურიზმია“, - აცხადებს იტალიის ელჩი საქართველოში.

როგორც ანტონიო ენრიკო ბარტოლი განმარტავს, სწორედ ტურიზმი იზიდავს უფრო და უფრო მეტ ევროპელს და კონკრეტულად, იტალიელს - საქართველოში, ამიტომ სწორედ ამ სფეროშია საჭირო ყველაზე დიდი ინვესტიციების განხორციელება.

„ვფიქრობ, #Iataly-ს კონცეფცია ძალიან საინტერესოა. #Iataly - ეს არის იტალიური სახლი. ასეთი მოდელის დანერგვა ძალიან საინტერესო იქნება საქართველოსთვისაც. აი, მაგალითად საქართველომ რომ შექმნას „ქართული სახლი“ საზღვარგარეთ, რომელიც მასპინძლობას გაუწევს უცხოელ მწარმოებლებს. „ქართულ სახლში“ თავმოყრილი იქნება ქართული ღვინო, თაფლი, ყველი, თხილი და ა.შ. ასეთი სახლის არსებობა ძალიან დიდ ბიძგს მისცემს ქართული პროდუქციის ექსპორტს საზღვარგარეთ, ისევე როგორც ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციას მსოფლიოში“, - აცხადებს ელჩი.

იტალიელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ იგი მუშაობს ქართული სამზარეულოსა და ღვინის ინდუსტრიის პრეზენტაციაზე, რომელიც ახლო მომავალში ბოლონიაში უნდა გაიმართოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები