აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობამ ბაზრის დატოვების შესახებ განაცხადით საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე მიმართა, - ინფორმაცია bm.ge-ს ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ მათთან განაცხადი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით შევიდა.
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი ქვეყნის მთავრობას ეკუთვნის. 2007 წლიდან აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოში „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს“ სახელით ახორციელებს საბანკო საქმიანობას.
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველომ გასული წლის მეოთხე კვარტალი 750 960 ლარიანი მოგებით დაასრულა.
ბანკი რამოდენიმე შვილობილი ბანკის დახურვას გეგმავს, მათ შორის საქართველოში. ბანკი ხურავს მოსკოვის ფილიალსაც.

























