"იბერია ბიზნეს ჯგუფმა" საკუთარი აქტივების ნაწილი, რომელიც სესხით იყო შეძენილი, სასეხო ვალდებულებების შემცირების მიზნით, გამოსყიდვის პირობით საქართველოს ბანკს გადასცა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას აღნიშნავს, აღნიშნულის მიზეზი სესხის მომსახურების კოეფიციენტის გაუმჯობესება იყო.
„ეს გავაკეთეთ გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი სასესხო ვალდებულებები შემცირებულიყო, ფული კი გადავიტანეთ საბრუნავში“, - ამბობს დავით გოგორიშვილი. მისივე განცხადებით საუბარია 3 სერვის ცენტრის შენობაზე, რომელიც კომპანიას ამ ეტაპზე "იჯარა-გამოსყიდვის პირობით აქვს".
„როდის გამოვისყიდით უკან ამ აქტივებს ეს დამოკიდებულია კომპანიის ფინანსურ შესაძლებლობებზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აქტივების ფლობა არ არის მიზნობრივი მაშინ როდესაც საბრუნავშია საჭირო თანხა. ბიზნესისთვის აუცილებელია საბრუნავი და პროდუქტი, არაა აუცილებელი ფლობდე შენობას, შეგიძლია ის იქირავო ან მაშინ იყიდო როდესაც შესაბამისი დრო/შესაძლებლობა გაქვს“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.

























