მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Iberia Business Group-ი უზბეკეთის ბაზარზე შედის

63fe2b8167a14
თელარა გელანტია
28.02.23 22:17
1234
Iberia Business Group-ი უზბეკეთის ბაზარზე შესასვლელად ემზადება.

ამის შესახებ დამფუძნებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“2023 წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, Mitsubishi-მ აზიის ბაზარზე გაფართოება გადაწყვიტა და პარტნიორებად სწორედ Iberia Business Group-ი შეარჩია. „ეს არის ძალიან დიდი ნდობა და აღიარება“, - აცხადებს ბიზნესმენი.

ამასთან, ტარიელ ხეჩიკაშვილის აზრით, Mitsubishi-თან პარტნიორობის გაღრმავება სხვა პარტნიორობისთვის დადებითი სიგნალია.

„თავის დროზე ძალიან შრომატვეადი საქმიანობა ჩავატარეთ, რათა ჩვენი იაპონელ პარტნიორების ნდობა მოგვეპოვებინა საქართველოში და ეს შევძელით. ახლა კი, როცა Mitsubishi-მა აზიის ბაზარზე გაფართოება გადაწყვიტა, რეგიონში ჩვენი ჯგუფი გამოარჩიეს პარტნიორად; ჩვენ მოგვცეს საშუალება, რომ შევარჩიოთ უზბეკეთში პარტნიორი. უკვე არის წინასწარი შეთანხმება და იმედია, ძალიან მალე დასრულდება ფორმალური ნაწილი. მიმდინარე წლის განმავლობაში მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს და შემდეგში უკვე ჩვენ დავნიშნავთ ჩვენს წარმომადგენელს უზბეკეთში. 40-მილიონაინ ქვეყანაში ეს ძალიან დიდი ნდობაა“, - აცხადებს ტარიელ ხეჩიკაშვილი.

IBG ჰოლდინგი საქართველოში ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა: Volkswagen, Audi, Skoda, Kia და Mitsubishi.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები