მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იბერია ფრუთსი" წელს მოსახლეობისგან მეტ ველურ ხილსა და კენკრას ჩაიბარებს

5aeec15cd9049
მაია ბიწაძე
06.05.18 12:47
1062
,,იბერია ფრუთსი“ წელს გლეხებისა და ფერმერებისგან უფრო მეტი ველური ვაშლისა და კენკრის ჩაბარებას გეგმავს, ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა კოტე ხუციძემ Bm.ge-ს განუცხადა. მისი განმარტებით წელს ,,იბერია ფრუტსი“ 20%-ით მეტ პროდუქტს დაამზადებს, რაც ბიო ხილისა და კენკრის გამოშრობით მიიღება და თითქმის მთლიანად გერმანაიაში იყიდება.

საწარმო დუშეთში, სოფელ ჟინვალში მდებარეობს და ნედლეულს შემგროვებლებისგან იღებს, რომლებიც დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მოსახლეობაა. ისინი ნედლეულს ადგილობრივ შემგროვებელ პუნქტებში აბარებენ, საიდანაც კომპანია უზრუნველყოფს მის საწარმოში ტრანსპორტირებას.

,, გასულ წელს 200 ტონაზე მეტი პროდუქცია დავამზადეთ, წელს ვგეგმავთ უფრო მეტის გადამუშავებას, ეს დამოკიდებულია მოსახლეობაზეც, რამდენს მოგვაწვდიან. ნედლეული რისგანაც პროდუქციას ვამზადებთ 100%-ით ველური ხილი და კენკრაა, ის ბიოლოგიურად სუფთა უნდა იყოს, ამიტომ მხოლოდ ველურ ბუნებაში გროვდება. ესაა: ქაცვი, მოცვი, ასკილი, ველური ვაშლი, ძირტკბილა და სხვადასხვა მცენარეები. მათ ვაშრობთ და რეალიზაციას ვუკეთებთ. ეს ძირითადად საექსპორტო პროდუციაა, მას გერმანული ,,მარტინ ბაუერი“ ყიდულობს, რომელიც ჩაის მწარმოებელი კომპანიაა. მცირე რაოდენობით საქართველოშიც იყიდება.

წელს ვაპირებთ გაფართოებას, შევიძინეთ ნაკვეთი ხაშურში, სადაც ღია ტიპის საშრობს გავაკეთებთ, გვინდა ნედლეულის შეგროვების არეალი გავზარდოთ და ხილს და კენკრას იქაც ჩავიბარებთ“ - განაცხადა კოტე ხუციძემ.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 230 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 92 000 აშშ დოლარი გრანტია, 85 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, 30 000 აშშ დოლარი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროგრამის ფარგლებში მიღებული საგრანტო დახმარება, ხოლო დანარჩენი კომპანიის მფლობელთა ფინანსური თანამონაწილეობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები