მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ibis Styles Tbilisi: ვაქცინაცია სტუმარ–მასპინძლობის სექტორის აღდგენის ერთადერთი საშუალებაა

605effa25ea43
ლიკა გურაბანიძე
27.03.21 14:50
717

სასტუმრო ibis Styles Tbilisi-ში, რომელიც ფრანგული “აკორის ჯგუფში” შემავალი ბრენდია, bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ბიზნეს ტურიზმის აღდგენას ჯერ არ ელოდებიან და მათ პროგნოზით, ახლა ქვეყანაში მოგზაურობას მხოლოდ დასვენებაზე ორიენტირებული ტურისტები დაიწყებენ.

როგორც ibis Styles Tbilisi–ის ოთახების მართვის მენეჯერმა ლიკა ჩიხლაძემ განაცხადა, ვაქცინაცია სტუმარ–მასპინძლობის სექტორის აღდგენის ერთადერთი საშუალებაა.

“2021 წლისთვის ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენას ველოდებით, ამის თქმის საფუძველს ვაქინაციის დაწყება გვაძლევს, რადგან ეფექტური ვაქცინაცია საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენის წინაპირობაა. ბუნებრივია ეს პირველ პერიოდში ვერ მოხდება, მაგრამ 2021 წლის მეორე ნახევრიდან ნაწილობრივ აღდგენას ვვარაუდობთ.

თავდაპირველად დასვენებაზე ორიენტირებული მოგზაურები შემოვლენ, რადგან საყოფაცხოვრებო სენტიმენტებს ადამიანები მონატრებულები არიან, ნაკლებად იქნება ბიზნეს მოგზაურობები, რადგან ვიდეო კონფერენციებმა ეს დროებით ჩაანაცვლა.

2020 წელს საკარანტინე სასტუმროდ გადავკეთდით, ჩვენ ამით თანამშრომლების შენარჩუნება შევძელით. დღემდე საკარანტინე რეჟიმზე ვართ, თუმცა 1-ლი აპრილიდან საოპერაციო რეჟიმზე გადავდივართ, რისთვისაც შესაბამისად ვემზადებით” - აღნიშნა ლიკა ჩიხლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები