მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ibis Tbilisi International-ის საინჟინრო კომუნიკაციების სამონტაჟო სამუშაოებს  „იმპოსტი მეპ“  შეასრულებს

ibis Tbilisi International
17.11.23 12:58
402

საქართველოში Fujin Silk Properties-ის დაკვეთით, საერთაშორისო ბრენდ „იბისის“ სასტუმრო შენდება, რომლის სრული საინჟინრო კომუნიკაციების სამონტაჟო სამუშაოებს „იმპოსტი მეპ“ შეასრულებს.

72 ნომრიან, გამორჩეული არქიტექტურისა და დიზაინის მქონე სასტუმროში, იმპოსტი მეპის გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების კომუნიკაციების, გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის, წყალგაყვანილობის, ელექტრობისა და სუსტი დენის სისტემების მოწყობას.

საინჟინრო სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული იქნება საერთაშორისო ბაზრის წამყვანი ბრენდების პროდუქცია, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის გარანტიას.

72 ნომრიანი სასტუმრო ibis Tbilisi International იქნება პირველი და ერთადერთი საერთაშორისო ბრენდირებული სასტუმრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც 2024 წელს გაიხსნება.