8 ოქტომბერს, შემოსავლების სამსახურის ბრძანების განსახილველად სასამართლო სხდომა დაინიშნა, - ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი. მათი ინფორმაციით, უნივერსიტეტის საწინააღმდეგოდ დავის დასრულების შემთხვევაში, უნივერსიტეტს მობილიზებული აქვს სახსრები ჯარიმის დასაფარად.
“ავტორიზაციის საბჭოს მიერ დასახელებული ყადაღის საკითხი, რომ უსაფუძვლოა ნათელია, ვინაიდან საგადასახადო ჯარიმის გამო უნივერსიტეტის ქონებას სასამართლოს განჩინებით დაედო ყადაღა. ამ ეტაპზე, ჯარიმის თანხა შეადგენს 712114,56 ლარს. ამასთან, აღნიშნულ თანხაზე მიმდინარეობს დავა. დავის განმავლობაში ორჯერ მოხდა თანხის შემცირება უნივერსიტეტის სასარგებლოდ.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის ბრძანებით (#025-152) გაუქმდა უნივერსიტეტის ქონებაზე დადებული ყადაღა. 2018 წლის 8 ოქტომბერს ჩანიშნულია სასამართლოს ხდომა შემოსავლების სამსახურის ბრძანების განსახილველად.
დავის უნივერსიტეტის საწინააღმდეგოდ დასრულების შემთხვევაში, უნივერსიტეტს მობილიზებული აქვს სახსრები ჯარიმის დასაფარად“, - ნათქვამია განცხადებაში.

























