მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IBSU-ს სტუდენტები პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით კანცელარიაში განცხადებას შეიტანენ

5b86333f8caea
თეო ივაშჩენკო
29.08.18 09:45
486
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის მოთხოვნით კანცელარიაში განცხადების შეტანას გეგმავენ.
ამის შესახებ bm.ge-ს IBSU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ესაუბრა. სტუდენტები ასევე გეგმავენ ღია ცის ქვეშ ლექცია-პერფორმანსის მოწყობას.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრთან შეხვედრის სრუვლი სტუდენტებმა პირველად 26 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამარულ პრესკონფერენციაზე გამოთქვეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, სასწავლებელს სამართლებრივი დავის გასაგრძელებლად ორი ალტერნატივა აქვს:

გადაწყვეტილების სასამართლოს გზით გასაჩივრება ან სააპელაციო საბჭოსთვის აპელაციით მიმართვა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები