მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ICC Georgia: "ბანკები ფერმერებზე სესხების გაცემას შეზღუდავენ"

593fd6e97a7b7
სალომე მეცხვარიშვილი
13.06.17 19:00
1634
საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის ფადი ასლის განცხადებით, უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას თავისი ფასი ექნება სახელმწიფოსთვის. ფადი ასლი ამბობს, რომ ერთი მხრივ, ეს მიწებზე ფასებს შეამცირებს და ბანკები აღარ გასცემენ სესხებს ფერმერებზე, მეორე მხრივ კი, უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა არ იქნება დიდი დარტყმა საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, რადგანაც ამ კუთხით ქვეყანაში ისედაც ცოტა ინვესტიცია შემოდის.

"უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით პერსონალური პოზიცია მაქვს და ეს არ არის სავაჭრო სამრეწველო პალატის აზრი. ჩემი აზრით, საქართველო არ არის სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა, აქ ბევრი სხვადასხვა მიკროკლიმატია. ამ მიმართულებით საერთაშორისო ინვესტიციები ძალიან დაბალია სხვა მიმართულებით განხორცუელებულ ინვესტიციებთან შედარებით. თუ არ ვცდები, პირდაპირი უცხოური ინვეტსიციების მხოლოდ 0,7% მოდის სოფლის მეურნეობაზე. ვფიქრობ, თუ მსგავსი ცვლილებები შევა, ეს შეამცირებს ფასებს მიწებზე. ეს კი უშუალოდ იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე. ამასთან, ბანკები შეზღუდავენ ფერმერებისთვის სესხების გაცემას, რამდენადაც ხშირად ისინი უზრუნველყოფაში სწორედ მიწებს დებენ, ბანკები კი საქართველოში ძირითადად უცხოური კაპიტალით არიან შექმნილი",- აცხადებს ფადი ასლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები