მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ICC-ის ორგანიზებული ეკონომიკური დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის - ლაივსტრიმი "ბიზნესკონტრაქტზე"

57da4aa1ad79c
BM.GE
15.09.16 11:05
2402
საერთაშორისო სავაჭრო პალატა - ICC Georgia - პოლიტიკურ პარტიებს შორის ეკონომიკურ საკითხებზე დებატებს გამართავს. დებატებისთვის თალყურის დევნება „ბიზნესკონტრაქტის“ მაყურებლებს ექსკლუზიურად შეეძლებათ. „ბიზნესკონტრაქტი“ დამოუკიდებელ ლაივსტრიმს შეხვედრიდან გადაცემის ოფიციალური Facebook-ისა და Youtube-ის არხების მეშვეობით შემოგთავაზებთ. შეხვედრა დღეს 17:00 საათზე დაიწყება.

პარტიები კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პარტიის ეკონომიკურ პროგრამებსა და ხედვებს წარუდგენენ.

შეხვედრის მოდერატორი იქნება საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე და ISET-ის პრეზიდენტი ერიკ ლივნი.
დებატებში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება, პოლიტიკური ბლოკი - პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები.

შეხვედრას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საერთაშორისო პალატის წევრები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის ლაივსტრიმის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ლინკებზე:

https://www.facebook.com/businesscontact/
https://www.youtube.com/channel/UCAEbXd-w_pVdKNV-mZ2i1kA

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები