სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა.
პროკურორ კარიმ ხანის თქმით, არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორივე მათგანს ეკისრებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ომის დანაშაულებზე და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, სულ მცირე, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან.
ამასთან, პროკურორი ასევე ითხოვს დაკავების ორდერებს ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის მიმართ. ჰამასის ორ სხვა ლიდერის - მუჰამედ დიაბ იბრაჰიმ ალ-მასრის, რომელიც უფრო ფართოდ მუჰამედ დეიფის სახელითაა ცნობილი, ასევე ისმაილ ჰანიეს წინააღმდეგ.
ICC-ის მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს ხანის მიმართვას დაკავების ორდერის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ აშშ-ის ახლო მოკავშირის ლიდერების დაკავების ორდერები მოითხოვა.