მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICC სხვა ქვეყნებზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსის დადგენას იწყებს

63d2e05a15d7c
ალა ისპირიანი
27.01.23 15:53
600
ICC ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსის წარმოებას იწყებს, სახელწოდებით "ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი". ICC Georgia-ს თავმჯდომარის, ფადი ასლის თქმით, აღნიშნული ინდექსი საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, რამდენ არის ეკონომიკურად დამოკიდებული საქართველო ამა თუ იმ ქვეყანაზე.

მას მიაჩნია, რომ არცერთ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტი, რომელსაც სურვილისამებრ აამოქმედებს.

„ინდექსი დაადგენს საქართველოს დამოკიდებულების ხარისხს ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ. შეგვეძლება უფრო ზუსტად განვსაზღვროთ, რამდენად დამოკიდებულები ვართ ეკონომიკურად ამა თუ იმ ქვეყანაზე. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს ეკონომიკურ ტყვეობაში – არცერთ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტი, რომელსაც სურვილისამებრ აამოქმედებს – ჩაკეტავს საზღვრებს და შეწყვეტს ვაჭრობას. ამ ჭრილშიც მნიშვნელოვანია მეწარმეობის ცენტრი – ის რეგიონალური ცენტრია, ის წაახალისებს მეწარმეებს გაზარდონ საკუთარი ბიზნესი და ივაჭრონ საზღვრებს მიღმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ განვავითარებთ რეგიონალურ ვაჭრობას და ამითაც შევამცირებთ ჩვენს დამოკიდებულებას რომელიმე ერთ ქვეყანაზე. ამით ცხადია, ჩვენს რისკებს შევამცირებთ, რაც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ განსაკუთრებით – საქართველოსთვის“, - თქვა ფადი ასლიმ გადაცემა „ანალიტიკაში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები