ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, სამშენებლო ინდუსტრიაში შესყიდვების მიმართულებით სარეკომენდაციო პოზიციების მომცველი დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა და მისი განხილვა შედგა.
დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებს სამშენებლო სექტორში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემატიკის გადაჭრის გზების შესახებ. მაგალითად, თემა ეხება, სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის წარმოებისას თუ სამუშაოების განხორციელებისას, ასევე მოძველებული სამშენებლო წესებისა და ნორმების, ე.წ ,,სნიპების“ გამოყენებას. შესაბამისად, სამშენებლო სტანდარტების ჩანაცვლების საკითხი, არის ის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა, რაც, ასოციაციის პოზიციით, უნდა რეფორმის პროცესში უნდა გადაწყდეს. რა ძირითადი კომპონენტებია გადასახედი და რა სჭირდება სექტორს, ევროპულის სტანდარტების დასანერგად?
სტუმარი: ანა საბახტარიშვილი - საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;