საქართველოში პარფიუმერიის ბაზარი გასულ წელს 28%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეების მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა.
მთლიანობაში სექტორის სამი უმსხვილესი კომპანიის გაყიდვებმა 159 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 35.1 მილიონი ლარით, ანუ 28%-ით მეტი იყო. აეროპორტებში განთავსებული Duty Free მაღაზიების ჩათვლით კი საქართველოში პარფიუმერიის ბაზრის მოცულობა 200 მილიონ ლარს აღემატებოდა.
გაყიდვების და მაღაზიების რაოდენობით ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა "ისი პარი", რომელიც ქვეყნის მასშტაბით 20 ობიექტით არის წარმოდგენილი. კომპანიების დეტალური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
"ისი პარი"
- გაყიდვები 2024 წელს - 70.2 მილიონი ლარი, წლიური ზრდა 19%;
- გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება - 34 მილიონი ლარი;
- მოგება წლის განმავლობაში - 10.5 მილიონი ლარი;
- მაღაზიების რაოდენობა - 20 ობიექტი.
"ლუტეცია"
- გაყიდვები 2024 წელს - 68.1 მილიონი ლარი, წლიური ზრდა 39%;
- გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება - 36.8 მილიონი ლარი;
- მოგება წლის განმავლობაში - 9.3 მილიონი ლარი;
- მაღაზიების რაოდენობა - 13 ობიექტი.
"ვულე ვუ"
- გაყიდვები 2024 წელს - 20.9 მილიონი ლარი, წლიური ზრდა 30%;
- გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება - 11.6 მილიონი ლარი;
- მოგება წლის განმავლობაში - 1.3 მილიონი ლარი;
- მაღაზიების რაოდენობა - 10 ობიექტი.
"ATU საქართველო" - აეროპორტების დიუთი ფრი
- გაყიდვები 2024 წელს - 42.5 მილიონი ლარი, წლიური ზრდა 30%;
- გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება - 15.9 მილიონი ლარი;
- მაღაზიების რაოდენობა - 3 ობიექტი.
გარდა ქვეყნის შიგნით განთავსებული სავაჭრო პუნქტებისა, საქართველოში პარფიუმერიის გაყიდვების მნიშვნელოვანი სივრცეა საერთაშორისო აეროპორტებში განთავსებული Duty Free ტერმინალები. ქვეყანაში უბაჟო ვაჭრობის ტერმინალების ოპერატორის, კომპანია "ეი თი იუ ჯორჯიას" ანგარიშის თანახმად, 2024 წელს კომპანიის მთლიანი გაყიდვები 121.7 მილიონი ლარი იყო, საიდანაც პარფიუმერიისა და კოსმეტიკის სეგმენტი 42.5 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წლიურად 44%-ით იყო გაზრდილი.
"დიუთი ფრი" ვაჭრობის ჩათვლით, 2024 წელს საქართველოში პარფიუმერიის ბაზრის მოცულობა 202 მილიონ ლარს აღწევდა.




























