მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იცოდე შენი უფლებები“ - ახალი პლატფორმა დასაქმებულებისთვის

613a39de6cc40
თათია ჩაფიჩაძე
09.09.21 22:24
824
დასაქმებულებისათვის ახალი საინფორმაციო/საგანმანათლებლო გვერდი „იცოდე შენი უფლებები“ შექმნა, რომელიც შრომით უფლებებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს მარტივ პასუხებს სცემს.

გვერდი ორენოვანია (ქართული და ინგლისური) და მიზნად ისახავს შრომით უფლებებთან დაკავშირებით ინფორმაციის ერთ სივრცეში განთავსებით მშრომელებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს ის ინფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, მათ დაეხმაროთ სამუშაო ადგილზე მათი შრომითი უფლებების დაცვაში. დასაქმებულებისთვის მსგავსი ინფორმაციის მარტივი ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს შრომის კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში შესული ცვლილებების გათვალისწინებით.

“იცოდე შენი უფლებები“-ს გვერდი თემატურად არის დაყოფილი და მოიცავს კითხვებზე პასუხებს შემდეგი საკითხების შესახებ:

· სამუშაო დრო (ზეგანაკვეთური შრომა, სამუშაო დროის აღწერა და ა.შ);
· თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა (დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმები, სექსუალური შევიწროება და ა.შ)
· შრომის ანაზღაურება (შრომის ანაზღაურების წესი და მოპარული ხელფასი)
· არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებები (როგორ შეუძლიათ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულმა პირებმა (დამხმარეები, ძიძები, ტაქსის მძღოლები და ა.შ) დაიცვან შრომითი უფლებები.
· ქალთა შრომითი უფლებები-(მათ შორის, სპეციალური დაცვის სტანდარტები ორსული და მეძუძური ქალებისთვის.
· პროფესიული კავშირები (მათში გაწევრიანება და დაცვის მექანიზმები)
· რა შეიძლება გააკეთოთ, როდესაც თქვენი შრომითი უფლებები ირღვევა? (გზამკვლევი იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც მშრომელებმა შეიძლება გამოიყენონ საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად.)
ახალი საგანმანათლებლო გვერდი არაფორმალურმა ერთობამ - ღირსეული შრომის პლატფორმას მიერ შეიქმნა. ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები არიან: სოლიდარობის ქსელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ღია საზოგადოების ფონდი-საქართველო, Human Rights Watch, მეტროს დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“, სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

რესურსი „People in Need“-ის პროექტის, „მტკიცებულებებზე დაფუძნებული შრომის უფლებების ადვოკატირება საქართველოში“, ფარგლებში მომზადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები