მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICOM-ის ეთიკურ დილემათა კომიტეტის საერთაშორისო ასამბლეაზე საქართველოს სახელით სოფიო დუღაშვილმა მიიღო მონაწილეობა

ICOM-ის ეთიკურ დილემათა კომიტეტის საერთაშორისო ასამბლეაზე საქართველოს სახელით სოფიო დუღაშვილმა მიიღო მონაწილეობა
25.10.24 16:37
296

2024 წლის 25 ოქტომბერს ერევანში მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM - International Council of Museums) ეთიკურ დილემათა საერთაშორისო კომიტეტის (ICETHICS) მორიგი გენერალური ასამბლეა თემაზე - „სამუზეუმო პროფესიონალიზმი და ეთიკა გამოწვევებით სავსე პერიოდში“ (Museum Professionalism and Ethics in Challenging Times) გაიმართა. ასამბლეაზე, რომელსაც 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთიკის სტანდარტების დაცვასა და სამუზეუმო სფეროში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების განხილვას დაეთმო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ICETHICS-ის თავმჯდომარემ, პროფესორმა ლინა გ. ტაჰანმა (Dr. Lina G. Tahan) გახსნა. საქართველოს სახელით ასამბლეაზე მონაწილეობა სოფიო დუღაშვილმა, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ICETHICS-ის წევრმა მიიღო, რომელიც ასევე სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიას ხელმძღვანელობს და პროფესიული ეთიკის დაცვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

კონფერენციის მსვლელობისას, მონაწილეებმა ერთმანეთს ეთიკურ დილემებთან დაკავშირებული გამოცდილება გაუზიარეს და განიხილეს მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს ეთიკური ნორმების დაცვას სამუზეუმო საქმიანობაში.

მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) მსოფლიოში მუზეუმების მიმართულებით ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1946 წელს დაარსდა და აერთიანებს 130-მდე ქვეყნის მუზეუმებსა და სამუზეუმო სფეროს 54 000-მდე პროფესიონალს. ICOM-ის მიზანია სამუზეუმო საქმიანობის განვითარება, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეთიკის სტანდარტების დამკვიდრება, საერთაშორისო თანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა. ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა, დაარსებიდან აქტიურად ახორციელებს ICOM-ის მიზნებსა და ამოცანებს ქვეყნის სამუზეუმო სფეროს განვითარებაში, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები