მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICT Association of Georgia-ის ბორდის წევრები თორნიკე სულაბერიძე, გივი სართანია და ნათია სირბილაძე გახდნენ

თორნიკე სულაბერიძე

საქართველოში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის ასოციაციის (ICT Association of Georgia) ბორდის წევრები თორნიკე სულაბერიძე, გივი სართანია და ნათია სირბილაძე გახდნენ. ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე IT-კომპანია Lineate-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი და ახლა უკვე ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე წერს.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ იანვრიდან მე, გივი სართანია და ნათია სირბილაძე, ICT Association of Georgia-ის ბორდის წევრები გავხდით.

ასევე, მაქვს პატივი, რომ 2024 წელს ასოციაციის თავმჯდომარის პოზიცია დავიკავო. ICTA წარმოადგენს საქართველოში არსებული უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების გაერთიანებას, რომლებიც თავის მხრივ უკვე საქართველოში 6 000 - მდე ადამიანს ასაქმებენ.

ჩვენი მიზანია, ერთად გავაუმჯობესოთ ტექნოლოგიური ეკოსისტემა საქართველოში. აქვე, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ასოციაციის წინა მენეჯმენტს, წლების მანძილზე გაწეული შრომისათვის.

Მათ მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარეს სექტორის განვითარებას. 4 მარტს, გვექნება ასოციაციის წევრების შეხვედრა და კიდევ უფრო მეტი ახალი ამბებით დაგიბრუნდებით. ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა წევრ კომპანიას ნდობისათვის და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად გავხდით საქართველოს ტექნოლოგიურ ჰაბად რეგიონში", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები