მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იდეა ბარსელონაში გამიჩნდა", - თემურ ჭყონია წერეთელზე "ევროპული უბნის" შექმნას გეგმავს

5cf66fef572f1
თამუნა ქემერტელიძე
04.06.19 17:18
15457
ბიზნესმენი თემურ ჭყონია თბილისში, წერეთლის გამზირზე „ევროპული უბნის“ შექმნას გეგმავს.

როგორც ბიზნესმენი Bm.ge-ისთან საუბარში განმარტავს, ეს იქნება 3 ჰა-ზე გაშენებული უბანი, რომლის პროექტზეც Colliers International-ი მუშაობს.

საქმე იმაშია, თემურ ჭყონიას „კოკა-კოლას“ ქარხანა წერეთლიდან მუხრანში გადააქვს და „ევროპული უბნის“ გაშენებას ქარხნის ტერიტორიაზე აპირებს.

ჭყონიას ინფორმაციით, Colliers International-ი სამუშაოებს მიმიდინარე წლის ბოლომდე დაასრულებს და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, პროექტის საინვესტიციო ღირებულება.

“ევროპული უბნის“ შექნის იდეა ბარსელონაში გამიჩნდა, სადაც „კოკა-კოლას“ გლობალურ შეხვედრას ვესწრებოდი, სწორედ ასეთი უბანი მინდა, რომ მოვაწყო წერეთელზე”, - აცხადებს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, „ევროპული უბნის“ სახელწოდება იმ ბრენდების სახელიდან შეირჩევა, რომელსაც ის დღეს საქართველოში მართავს.

ამასთან, როგორც ბიზნესმენი განმარტავს, „ევროპულ უბანში“ 5-სართულიანი სახლები, ფიტნეს-კლუბები და გასართობი ცენტრები მოეწყობა.

რაც შეეხება მაღალსართულიან შენობებს, ჭყონიას შეფასებით, მსგავსი შენობებით ეს ქალაქის სავსეა და დროა, განსხვავებული კოცეფციის უბანი შეიქმნას, სადაც ნარჩენების შეგროვება და გადამუშავებაც კი, ევროპული სტანდარტების დაცვით მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები