მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IDFI-ის მკვლევარ გოგა თუშურაშვილს 11-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

აიდიეფაი

IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელს, გოგა თუშურაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ 11-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მას ბრალად გზის გადაკეტვა ედება.

"მე საერთოდ აღარ ვღელავ და არც მაინტერესებს ერთ დღეს მომისჯით თუ 10 დღეს, რადგან დარწმუნებული ვარ, ციხეში რამდენ დღესაც გავატარებ, ყოველ მომდევნო დღეს, მე დარწმუნებული ვიქნები, რომ ერთი დღით ნაკლებია დარჩენილი გამარჯვებამდე“, - თქვა გიგა თუშურაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

ცნობისთვის, გოგა თუშურაშვილი გზის გადაკეტვის საბაბით 29 ოქტომბერს დააკავეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები