აქციაზე გზის გადახედვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა.
კლდიაშვილს სამართალდამცავი უწყებები 17 იანვარს დაუკავშირდნენ. IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ საქმეში არსებული ვიდეო მტკიცებულებიდან არ ჩანს ის, რაზეც ედავებიან და თვლის, რომ წაყენებული ბრალი უსამართლოა.
საქმე მოსამართლე ნინო ენუქიძემ განიხილა.




























