მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"IDS ბორჯომ საქართველო" კომპანია ბორჯომის დარჩენილ 1,6%-იან წილს შეისყიდის

5895a6e425b1f
BM.GE
04.02.17 14:01
3523
შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“ რომელიც სააქციო საზოგადოება „ბორჯომის“ ჩვეულებრივი აქციების 98.4367%-ის მესაკუთრეა, აცხადებს დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული სს „ბორჯომის“ ჩვეულებრივი აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.

სს „ბორჯომის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“ ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს სს „ბორჯომის“ სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: სს „ბორჯომის“ რესტრუქტურიზაცია, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის რეორგანიზაცია, მართვის ოპტიმიზაცია და , შესაბამისად, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები