მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იძულებითი მიგრაცია - რა პრობლემებია შატილში?

BM.GE
21.07.22 11:14
489
მთაში მცხოვრებლებისთვის შეღავათიანი პირობების დამტკიცებისა თუ სხვადასხვა პროგრამების დანერგვის მიზნით ბოლო წლებში მთავრობის მხრიდან არაერთი ინიციატივა მოვისმინეთ, ხან ნოტარიუსების პროგრამა ავამუშავეთ და ხან კომუნალურების შეღავათები დავაწესეთ, თუმცა სინამდვილე ის არის, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლების რეალურ პრობლემებს არავინ იცნობს და არც მათი გადაჭრის გზებზე იწუხებს ვინმე თავს. ამის ნათელი მაგალითია მარგარეტ დაიაურის და გიორგი ჭინჭარაულის ისტორია, რომლებმაც ხევსურეთში დაბრუნება რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტეს, კაფე გახსნეს და მას შემდეგ აქტიური მუშაობა დაიწყეს შატილის პოპულარიზაციაზე. ახალგაზრდა წყვილი ეტაპობრივად გვაწვდის ინფორმაციას იმ პრობლემებზე რაც სოფელშია შექმნილი, მათ შორის კოშკების ნგრევის, უგზოობის, უშუქობის, პირველადი ჯანდაცვის სერვისების არქონის, კორუფცის, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობისა და შედეგად ტურისტული ბიზნესის ჩავარდნის საფრთხეების შესახებ. 

რამდენიმე დღის წინ მთაში გადასახლებულებმა არათუ მთიდან ჩამოსვლა, არამედ საერთოდ ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. „ხინკლის დღეები მთას არ შველის“ - რა შველის მთას და რა გამოწვევები დგას მიმდინარე სეზონზე?

სტუმარი: მარგარეტ დაიაური - დიზაინერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები