მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იძულებითი თუ წახალისებული ვაქცინაცია?

BM.GE
28.10.21 12:24
621
საქართველოში კოვიდის გავრცელებიდან დღემდე ჯამურად 9 873 ადამიანი გარდაიცვალა. დღიური გარდაცვალების რიცხვი საშუალოდ 40-50 ადამიანის ფარგლებში, ახალი შემთხვევების მაჩვენებელი კი 4 ათასიდან 5 ათასის ფარგლებში მერყეობს.

ამ მაჩვენებლების მიუხედავად წლის ბოლომდე 2თვით ადრე ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 32.6% გვყავს აცრილი, რაც სამიზნე მაჩვენებლის ნახევარია. კრიტიკულად მცირდება დღიურად აცრილი მოქალაქეების რიცხვი. 26 ოქტომბრის სტატისტიკას მხოლოდ 4 878 ადამიანი შეემატა.

გვიან მაგრამ მაინც მოგვიწია იმის აღიარება რომ 2თვეში 60%-თან ახლო მაჩვენებლებთანაც კი ვერ გავალთ. გასულ კვირას კომუნიკაციის დეფიციტში ამ ეთერში კიდევ ერთხელ მედია დაგვადანაშაულეს, თუმცა ალბათ რეალური მიზეზი უფრო სხვაგან უნდა ვეძებოთ და ისიც ვაღიაროთ კომუნიკაცია დაგვაგვიანდა და დაგვაგვიანდა სწორი ინფორმაციის მიტანა მოქალაქეებამდე. მინიმუმ ალბათ გადასახედია წახალისების შემუშავებული მექანიზმები და მასთან ერთად დროულად მისაღებია გადაწყვეტილებები აუცრელი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა მომსახურების შეზღუდვასთან მიმართებითაც, რასაც მოსალოდნელი შეზღუდვების საფრთხიდან გამომდინარე თავად ბიზნესიც ითხოვს.

სტუმარი: ბიძინა კულუმბეგოვი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები