მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იძულებულები ვართ ჩვენს ოფისებში ნარჩენების მიღება შევაჩეროთ - "ტენე"

სს

"ტენეს" ქარხანა, რომელიც საყოფაცხოვრებო მყარ ნარჩენებს იბარებს, განცხადებას ავრცელებს.

"სამწუხაროდ ნარჩენების ბაზარზე შექმნილი რთული ვითარების გამო იძულებულები ვართ ჩვენს ოფისებში შევაჩეროთ ნარჩენების მიღება", - ავრცელებს "ტენე".

კომპანია, შეჩერების მიზეზს იმპორტირებული მასალის შემოსვლით ხნის და მომხმარებლებს მიმართავს, რომ ტენეს სათავო ოფისში და პარტნიორ კომპანიებში: "ესკიში", "ემ პლიუსსა" და "პეტიტ ბაზარში" ნარჩენებს ვეღარ მიიღებენ.

"საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში ჩვენს რეგიონში პლასტმასის და ქაღალდის ახალი მასალა უფრო იაფად შემოდის ჩინეთიდან და რუსეთიდან, ვიდრე გადამუშავებული მასალის თვითღირებულებაა, რამაც გამოიწვია საქართველოში გადამამუშავებელი საწარმოების დახურვა.

აქედან გამომდინარე, ვეღარ ვახერხებთ შეგროვილი მასალის ჩაბარებას გადამამუშავებელ საწარმოებში, ხოლო ჩვენ რასაც ვიყენებთ ეს მიზერია. ამიტომ სამწუხაროდ ვეღარ მოვახერხებთ ტენეს სათავო ოფისში და ჩვენს პარტნიორ კომპანიებში: ესკიში, ემ პლიუსსა და პეტიტ ბაზარში ნარჩენების მიღებას.

გთხოვთ აღარ მოიტანოთ აღნიშნული კომპანიების მისამართებზე შეგროვილი ნარჩენები და ასევე არ დატოვოთ შესასვლელებთან, რადგანაც ეს პრობლემას გვიქმნის მეზობლებთან მადლობას გიხდით გაგებისთვის გვჯერა, რომ ეს ზომა დროებითია და მალე ისევ დაგიბრუნდებით ადგილზე მიღების განახლებით.

მანამდე კი რეკომენდაციას გიწევთ თქვენი შეგროვილი ნარჩენები ჩააბაროთ ჩვენ მეგობარ კომპანია Parki ar minda -ს. დროებით", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები