მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IEA: 2040 წლისთვის მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა 12%-ით გაიზრდება

582c49e8ba515
BM.GE
16.11.16 15:57
1283
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) საბაზისო სცენარის თანახმად, 2040 წლისთვის ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა 12%-ით, დღეში 103.5 მილიონი ბარელამდე გაიზრდება, - აღნიშნულია ენერგეტიკული ალიანსის IEA ანგარიშში (World Energy Outlook).
აღნიშნულ ანგარიშში მოთხოვნის გაზრდის მთავარ წყაროდ ინდოეთი სახელდება და ნათქვამია, რომ ინდოეთის მოხმარება დღეში 6 მილიონი ბარელით 9.9 მილიონი ბარელამდე გაიზრდება. 

"ოპეკის" არა წევრი ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვება გასულ წელს დღეში 53.2 მილიონი ბარელით გაიზრდა, 2020 წლისთის 54.3 მილიონი ბარელი გახდება და 2025 წლისთვის ნავთობის მოპოვება პიკს მიაღწევს, როდესაც მაჩვენებელი დღეში 54.4 მილიონი ბარელ გახდება, რის შემდეგაც იგი 2040 წლისთვის 52.4 მლნ ბარელამდე დაეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები