მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IEA: ჩინეთი ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი გახდება

5b34ed548e897
ლევან თაღიაშვილი
28.06.18 18:12
928

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს კვლევის მიხედვით, ჩინეთი 2019 წლისთვის გაზის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი გახდება. ,,იმ ეკონომიკური ზრდის და ჰაერის დაბინძურების შემცირების პოლიტიკის გამო, რომელსაც ჩინეთი ატარებს, 2017-დან 2023 წლამდე 37% ბუნებრივი გაზის ზრდის სწორედ ჩინეთზე მოვა’’ - აცხადებს საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო. მათივე ინფორმაციით, 2019-დან 2023 წლამდე ასეთი ეკონომიკური ზრდის პირობებში ბუნებრივი აირის მოხმარება დაახლოებით 171 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. 

სააგენტო ასევე ამბობს, რომ 2017 წელი ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის კუთხით საკმაოდ აქტიური იყო ჩინეთისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩინეთში 2017 წელს ეკონომიკა 6.8%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები