მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იემენის სანაპიროსთან, თავდასხმა ბრიტანეთის საზღვაო ძალების კიდევ ერთ გემზე სცადეს

წითელი ზღვა

ბრიტანეთის საზღვაო ძალების საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების ოფისის ინფორმაციით, იემენის სანაპიროსთან მორიგ გემზე სცადეს თავდასხმა. ინციდენტი იემენის საპორტო ქალაქ მუხადან სამხრეთით, 50 საზღვაო მილში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება გემის მარჯვენა მხარეს, დაახლოებით 100 მეტრში იყო. აფეთქების შედეგად, ხომალდი არ დაზიანებულა და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

უკანასკნელი ინფორმაციით, ბრიტანეთის საზღვაო ძალების საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების ოფისმა კიდევ ერთი თავდასხმის მცდელობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ხომალდზე თავდასხმა ამჯერად იემენის ქალაქ ადენიდან 45 საზღვაო მილის დაშორებით სცადეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები