საერთასორისო საფინანსო კორპორაცია „საქმის კურსთან“ საქართველოს საბანკო სექტორ აფასებს - ბანკების შეფასება საკმაოდ დადებითია, თუმცა IFC საბანკო სექტორს დაკრედიტების და სესხების გაცემის ზრდას ურჩევს, რათა კერძო სექტორისთვის და მათ შორის მცირე ზომის კომპანიებისთვის ფინანსებზე წვდომა გაიზარდოს. IFC-ის რეგიონალური მენეჯერი იან ვან ბილსენი ამბობს, რომ ამისთვის ბანკებს შესაბამისი გარემოება სჭირდებათ, რომელიც სამართლებრივ დონეზე ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს.
„საქართველოში საბანკო სექტორი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, სექტორი საკმაოდ სტაბილური და კარგად კაპიტალიზირებულია. განვითარებული საბანკო სექტორი კერძო სექტორსაც ეხმარება განვითარებაში, რადგან თუკი საბანკო სექტორი არაა სტაბილური კერძო სექტორს უჭირს ინვესტიციების გაკეთება და უცხოელი ინვესტორების მოზიდვა. ჩემი აზრით, საქართველოში უნდა გაიზარდოს დაკრედიტება და სესხების გაცემა ბანკების მხრიდან.
ფინანსებზე წვდომა საქართველოში ერთ-ერთი გამოწვევაა. დაფინანსებაზე წვდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა კომპანიებისთვის. ეს პირდაპირ დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას. ბანკებმა ეს საკითხი უნდა გააუმჯობესონ, თუმცა მათთვისაც გარკვეული გარემოება უნდა იყოს მოგვარებული. უსაფრთხოების ნორმები და სიფრთხილე, რომელსაც ბაკები იღებენ სესხის გაცემისას არის მაღალი სხვა ქვეყნებთან შედარებით. ამის მიზეზი კი არის ის რომ სამართლებრივი სისტემა არ არის ჯერ-ჯერობით ქვეყანაში იდეალური. ჩემი აზრით, გარკევული ნაბიჯები ამ კუთხით უნდა გადაიდაგას მთავრობის მხრიდანაც, რათა სამართლებრივი სისტემა განვითარდეს და ბანკებმა შეძლონ უსაფრთხოდ სესხების გაცემა“, - განმარტავს IFC-ის რეგიონალური მენეჯერი "საქმის კურსთან" ინტერვიუში.

























