მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IFC-ის სესხით „იშბანკ საქართველოს“ მცირე და საშუალო ბიზნესი ისარგებლებს

BM.GE
21.09.20 14:25
1080
IFC-ის სესხით „იშბანკ საქართველოს“ მცირე და საშუალო ბიზნესი ისარგებლებს. ახალი თანამშრომლობა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ და "იშბანკ საქართველომ" გააფორმეს, მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალებას მისცემს საქართველოში სამუშაო ადგილები შექმნას. IFC–ის 10 მილიონი აშშ დოლარის სესხი მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს „იშბანკ საქართველოს“ სტრატეგიას, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პროგრამის გაფართოებას გულისხმობს. „იშბანკ საქართველოს“ სესხებს კომპანიები ძირითადად აღჭურვილობის, დანადგარებისა და სხვა საქონლის იმპორტის დასაფინანსებლად გამოიყენებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს გაფართოვდნენ, შექმნან სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას.
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები