მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IFC-მ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი მენეჯერი დანიშნა

60d9c513d921c
BM.GE
28.06.21 16:46
700
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) სამხრეთ კავკასიაში თავის ახალ რეგიონულ მენეჯერად ივანა ფერნანდეს დუარტე დანიშნა. ფერნანდეს დუარტე IFC-ის თბილისის ოფისიდან უხელმძღვანელებს ორგანიზაციის მუშაობას აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში.

ივანა ფერნანდეს დუარტემ შეცვალა იან ვან ბილსენი, რომელიც დასავლეთ ევროპაში IFC–ის რეგიონულ მენეჯერად დაინიშნა და ჯესპერ კიერი, IFC–ის ოპერაციების ხელმძღვანელი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რეგიონული მენეჯერის მოვალეობის ასრულებდა.

ფერნანდეს დუარტე, სლოვაკეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. მას საერთაშორისო ფინანსების სფეროში 20 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) და Citigroup-ში. მას კერძო ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისა და დაფინანსების, ასევე ქვეყნის სხვადასხვა სექტორის მართვის საფუძვლიანი გამოცდილება აქვს. ფერნანდეს დუარტე ასევე მუშაობდა საინვესტიციო ბანკებში, და აქვს პროექტების დაფინანსებისა და განვითარებად ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება.

დანიშვნის შესახებ ვიბკე შლომერმა IFC–ის დირექტორმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, განაცხადა: „მაშინ, როდესაც ქვეყნები COVID-19 პანდემიით გამოწვეულ უპრეცედენტო გამოწვევებს უმკლავდებიან, IFC–ის ახალი რეგიონული მენეჯერის როლი სამხრეთ კავკასიაში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება. თითოეულ ქვეყანაში IFC–ის მიერ მიღწეული წარმატებებისა და ივანა ფერნანდეს დუარტეს ამ რეგიონში მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, კერძო სექტორის შესაძლებლობების გამოყენებას ვგეგმავთ.”

ფერნანდეს დუარტემ კარიერა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის აპარატში დაიწყო. ის ფლობს MBA–ს IESE–ს ბიზნესის სკოლაში ბარსელონაში, ესპანეთში, და მაგისტრის ხარისხს ეკონომიკაში სლოვაკეთის ეკონომიკის უნივერსიტეტიდან.

ფერნანდეს დუარტემ, IFC–ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში, განაცხადა: „პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები მსოფლიოში. ამ ფონზე სირთულეების დაძლევაში კერძო სექტორის როლი კრიტიკული იქნება. შექმნილ ვითარებაში სამხრეთ კავკასიაში IFC–ის პრიორიტეტები იქნება მწვანე და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. აქცენტი გაკეთდება კლიმატის ცვლილებების საკითხებზე, ციფრულ განვითარებასა და კაპიტალის ბაზრებზე. ვგეგმავთ პროექტების შემუშავებაში ადრეულ ეტაპზე ჩავერთოთ საჭირო რეფორმების ხელშეწყობის მიზნით , რათა შეიქმნას ბაზარი და ინვესტირების შესაძლებლობები.“

IFC-ის შესახებ

IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა, და გავლენას, რათა განვითარებად ქვეყნებში ბაზრების ჩამოყალიბების შესაძლებლობები შეიქმნას. 2020 ფინანსურ წელს, განვითარებად ქვეყნებში კერძო კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებში 22 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განვახორციელეთ, რათა კერძო სექტორმა გადამწყვეტი როლი შეასრულოს უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებაში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები