მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IFC ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე - მოველით, რომ პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე იქნება

5d3aa990eff56
შოთა ტყეშელაშვილი
26.07.19 11:03
2118
საქართველოს საფინანსო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ბოლო დღეების განმავლობაში ბანკის დამფუძნებელი პარტნიორების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. IFC იმედს გამოთქვამს, რომ დავის გადაწყვეტა გამჭვირვალე პროცესის შედეგად მოხდება. 

"საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ინფორმირებულია თიბისი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების და თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებების შესახებ. ჩვენ მივესალმებით თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის გადაწყვეტილებას საბჭოში თანამდებობების დატოვების შესახებ, რათა მთელი ყურადღება მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს დაუთმონ. 

თიბისი ბანკს წამყვანი როლი აქვს საქართველოს საბანკო სექტორში და ველით ამ საქმის სამართლიან და გამჭვირვალე გადაწყვეტას, რაც საბანკო საქმიანობას არასასურველ შედეგებს ააცილებს თავიდან. 

IFC იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 2000 წელს თიბისი ბანკის აქციონერი გახდა და ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ თიბისი ბანკის ჯგუფის მხარდაჭერას. 

საბანკო სექტორის ზრდა მნიშვნელოვანია ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებისთვის და ჩვენი მიზანია განვაგრძოთ ფინანსური სექტორის განვითარების და ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა,"- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები